ელმავალმშენებელი ქარხნის დასაქმებულებმა კოლექტიური შრომის დავა დაიწყეს. მათ შრომით უფლებებს და ინტერესებს – რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი დაიცავს. ქარხნის თანამშრომლებმა და რკინიგზელთა ახალმა პროფკავშირის თავმჯდომარე ვიტალი გიორგაძემ ქარხნის წინ განცხადება გააკეთეს.
თანამშრომლები 6 თვის სახელფასო დავალიანებას და შრომითი პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. მათი განცხადებით, უმეტესობას კუთვნილი ანაზღაურება რამდენიმე თვეა არ აუღია.
მათივე თქმით, ხელფასებთან დაკავშირებით, ადმინისტრაციის თანამშრომლებს რამდენჯერმე შეხვდნენ, თუმცა ადმინისტრაცია ქარხნის ბიუჯეტში თანხის არ არსებობას იმიზეზებს.