ელმავალმშენებელი ქარხნის ინვესტორმა პირობა დაარღვია, წერილობითი აღებული ვალდებულებით, მუშებს 6 თვიანი დავალიანება დღეს უნდა დარიცხოდათ.
პროფკავშირები და დასაქმებულები დღეიდან პერმანენტულ აქციებს იწყებენ. ქარხნის წინ მუშებმა კარავი დადგეს და ღამის თევის რეჟიმში აპირებენ გააპროტესტონ ადმინისტრაციის უპასუხისმგებლო ქმედებები; მათი მთავარი მოთხოვნა კვლავ 6 თვიანი სახელფასო დავალიანების დაფარვაა.