დღეს, 19 აპრილს, 15:00 საათზე, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში, საქართველოს პროფესიული კავშირების მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს პრემიერ მინისტრმა პარტნიორობის საამმხრივი კომისიის სხდომა ჩანიშნა.
შეხვედრას პროფკავშირების, დამსაქმებელთა ასოციაციის, მთავრობის და “ჯიაჯი ჯგუფის” წარმომადგენლები დაესწრებიან. ტყიბულის “ჯიაჯი ჯგუფის” მაღაროების რეაბილიტაციის საკითხზე მსჯელობა უმაღლეს დონეზე გაგრძელდება.
საქართველოს პროფკავშირები შახტების და მაღაროების რეაბილიტაციის გეგმას წარმოადგენენ, დასაქმებულთათვის სოციალური გარანტიების გათვალისიწინებით. აგრეთვე განსახილველად დააყენებენ აგარის საკითხს, სადაც კომპანია “აგარის შაქრის” თანამშრომლების ორთვიანი პროტესტი და დღეს უკვე საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს, აგრეთვე იმსჯელებენ ქვეყნის მასშტაბით შრომის უსაფრთხოების საკითხებზე.