22-25 ივნისს დაბა ბაკურიანში დანიელმა ექსპერტმა გაერთიანებისა და დანიის პროფკავშირების განვითარების სააგენტოს (DTDA) ერთობლივი პროექტის ფარგლებში, კოლექტიური მოლაპარაკებების ხელშეკრულების შესახებ ტრენინგების ციკლის მეორე ეტაპი ჩაატარა.
ტრენინგების ციკლში საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების დარგობრივი წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ჩატარდა ჯგუფური სამუშაოები, გაიმართა პრეზენტაციები. დანიელმა ექსპერტმა იან კოლერ ნილსენმა მონაწილეები გადაამზადა კოლექტიური მოლაპარაკებების – კოლექტიური ხელშეკრულების არსის, სარგებლისა და კოლექტიური მოლაპარაკებისთვის მომზადების შესახებ. კერძოდ, განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა:
– ეკონომიკა კომპანიის და სექტორულ დონეებზე;
– დასაქმებულთა და ხელფასების ტიპები;
– პროდუქტიულობა და პროფესიული კავშირები.
მეტი ფოტოს სანახავად გადადით ბმულზე: https://www.facebook.com/share/p/2ihzoZHFDRXawgX6/