მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

დანიის პროფკავშირული განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები საქართველოს პროფკავშირებთან ინტენსიურ შეხვედრებს მართავენ.

მადს ბუგე მადსენი დანიის პროფკავშირების განვითარების სააგენტოს დირექტორი და ემილ ბერკი დანიის პროფკავშირების განვითარების სააგენტოს პროგრამის ოფიცერი, ოთხდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვდნენ, როგორც გაერთიანების თავმჯდომარეს და მოადგილეებს, აგრეთვე დარგობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს და სხვადასხვა სექტორებში დასაქმებულებს. პროფკავშირების ორგანიზებით საქმიანი შეხვედრები შედგა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროში, სადაც შრომით საკითხებში არსებულ ვითარებაზე მსჯელობა მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიასთან გაიმართა, აგრეთვე დელეგაციას ჰქონდა შეხვედრა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენლებთან.

დანიელი კოლეგები იმყოფებოდნენ პროფესიულ სასწავლებელშიც და გაეცნენ პროფესიული სწავლების მეთოდიკას და პრინციპებს. პროფესიულ სწავლებას დანია, ისევე როგორც ზოგადად განათლებას განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. სწორედ აქედან გამომდინარე მონაწილეობა მიიღეს თბილისის ავსტრიული პროფკავშირული სკოლის დახურვის ღონისძიებაში და სწავლებასთან დაკავშირებულ დისკუსიაში.

ემილ ბერკი და ბუგე მადსენი იმყოფებოდნენ სს “თელასშიც”, სადაც პირველად პროფკავშირულ ორგანიზაციას არაერთი წარმატებული მაგალითი აქვს დიალოგის წარმოებისა და კოლექტიური შეთანხმების. დანიის დელეგაციამ საქართველოში არსებულ სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე, შრომით ბაზარზე არსებულ ვითარებაზე, პროფკავშირების ბოლო წლების ისტორიაზე, გამოწვევებზე, წარმატებებზე და სირთულეებზე დეტალური ინფორმაცია მიიღეს ირაკლი პეტრიაშვილისა და მისი მოადგილეებისაგან.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ მათ ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში სოციალური დიალოგის კულტურის პრობლემებზე, ბოლო პერიოდის გაფიცვების ტალღაზე, მოლაპარაკებების წარმოების და ადვოკატირების ფუნქციაზე, რომელიც გაერთიანებამ ბოლო წლებში დაიბრუნა, ასევე საჭიროებებზე რომლებიც პროფკავშირებს ჩვენს ქვეყანაში აქვთ.

თავის მხრივ დანიის პროფკავშირების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს საქართველოს პროფკავშირების დარგობრივ ლიდერებს და დანიის პროფკავშირული მოძრაობის ხედვების და ღირებულებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. სააგენტოს დირექტორმა მადს ბუგე მადსენმა აღნიშნა, რომ საქართველო ბევრად მაღალ დონეზეა ვიდრე წინა წლებში იყო და ორი ქვეყნის პროფკავშირებს შორის უნდა მოიძებნოს კიდევ უფრო ღრმა თანამშრომლობის გზები.

ფოტოები