მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ჭიათურაში პროფკავშირებმა და მაღაროელებმა აქცია გამართეს

წვიმის მიუხედავად გუშინ მუშები მაღაროს ადმინისტრაციის შენობასთან ტრაფარეტებითა და ლოზუნგებით შეიკრიბნენ და ხელფასის მატებას, ასევე კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმებას მოითხოვეს, სადაც შრომის უსაფრთხოების საკითხებიც უნდა აისახოს.

აქციის გამართვა პროფკავშირებსა და მაღაროელებს რამდეიმე დღით ადრე ჰქონდათ დაგეგმილი,  რასაც დამატებითი მუხტი საწარმოში კიდევ ერთი მუშის გარდაცვალებამ მისცა.

საწარმოს ადმინსტრაციამ გუშინ აქციის გადადება ითხოვა და მოლაპარაკებების, ასევე პრობლემატური საკითხების გადაჭრის მზადყოფნა გამოთქვა.

დასაქმებულებთან შეხვედრის სურვილი „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა ნიკა ჩიქოვანმა გამოთქვა, რის გამოც პროფკავშირებმა რამდენიმე დღით ადრე დაგეგმილი აქციის გამართვას მოლაპარაკებათა მაგიდასთან დასხდომა არჩიეს. თუმცა გუშინ დილით საწარმოს ადმინისტრაციის მიერ გაკეთებული ოფიციალური განმარტებით “ჯორჯიან მანგანეზის” სპეციალური მმართველის ნიკა ჩიქოვანის შეუძლოდ ყოფნის გამო ვერ შედგა.

დასაქმებულების და პროფკავშირების მიერ გუშინ, უკვე სპონტანურად დაგეგმილ აქციაზე გაჟღერებული მოთხოვნები, შეუსრულებლობის შემთხვევაში, აუცილებლად იქცევა შრომითი დავის დაწყების მიზეზად.