მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

პროფკავშირების გაერთიანების იურიდიული დეპარტამენტი კომპანია “აი დი ეს ბორჯომის” დასაქმებულთა უფლებების დასაცავად სასამართლო სარჩელს ამზადებს, ასევე, მათ მიმართ დისკრიმინაციის ფაქტებს სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის

გაფიცვის მეათე დღეს ბორჯომში, პროფკავშირებთან ერთად კომპანია „აი დი ეს ბორჯომის“ გაფიცულ თანამშრომლებთან, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ჩავიდა.

ნინო ლომჯარიას საქმეში ჩართვისკენ აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის თავმჯდომარემ მოუწოდა. გიორგი დიასამიძემ კომპანიის მხრიდან დისკრიმინაციის ფაქტების შესახებ წერილი ბორჯომის გაფიცულ თანამშრომლებთან ერთად შეადგინა.

კომპნია “აი დი ეს ბორჯომის” მხრიდან დისკრიმინაციის ფაქტებს სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის. ასევე, ნინო ლომჯარიამ საკითხის მოგვარებისთვის საქმეში ჩართვისკენ ხელისუფლებას მოუწოდა.

ადგილზე იმყოფებოდა პროფკავშირების გაერთიანების იურისტი. გაერთიანების იურიდიული დეპარტამენტი სასამართლო დავის დასაწყებად სარჩელს ორი მიმართულებით ამზადებს. პირველი შეეხება უკანონოდ გათავისუფლების ფაქტებს, მეორე კი – სახელფასო დავალიანებებს.

ბორჯომის პირველი და მეორე ქარხანა კვლავ პიკეტირებულია.

 

იხილეთ რეპორტაჟი