მიმდინარეობს საიტის განახლება

„ბორჯომის“ ქარხნის თანამშრომლები მედიაციის პროცესის დაწყებას ელოდებიან – პროფკავშირების გაერთიანების განცხადება

კომპანია „აიდიეს ბორჯომის“ ქარხნის თანამშრომლები მედიაციის პროცესის დაწყებას ელოდებიან.

აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის თავმჯდომარემ, გიორგი დიასამიძემ მედიაციის პროცესის დასაწყებად  ჯანდაცვის სამინისტროში  განცხადება შეიტანა.

ქარხნის თანამშრომლები კომპრომისებზე წასასვლელად მზად არიან, თუმცა გარკვეულ გარანტიებს ითხოვენ. პროფკავშირები არსებული საკითხების გადასაჭრელად მედიატორის როლს იკისრებს.

კომპანიაში კი აცხადებენ, რომ რეორგანიზაციის პროცესი დაიწყო და 49 თანამშრომელს კანონმდებლობის საფუძველზე ხელშეკრულება შეუწყდა.

იმ შემთხვევაში, თუ 21 დღის მანძილზე შეთანხმება ვერ შედგება, დასაქმებულებს უფლება აქვთ გაიფიცონ.

პროფკავშირების გაერთიანება მზად არის მისი წევრი ორგანიზაციის – აგრარულ მეურნეობაში, ვაჭრობასა და მრეწველობაში დასაქმებულთა პროფკავშირის და მისი წევრების მხარდასაჭერად.

მივიჩნევთ, რომ დასაქმებულთა და დამსაქმებელთა ინტერესების დაახლოება ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს, ამიტომ, მზადყოფნას გამოვთქვამთ, გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტი და რესურსი, რათა სიტუაცია დასტაბილურდეს და შეთანხმება შედგეს.