სენაკის რაიონის სოფელი ნოქალაქევში, ბეტონის საწარმოში მომხდარი ინციდენტის შედეგად გარდაცვლილი, ორი შვილის მამა, 44 წლის სოსო პაპასკირი დაკრძალეს.
ის გასულ ორთვენახევარში სამუშაო ადგილზე დაღუპული მე 9 ადამიანია. საწარმოო შემთხვევის მორიგი მსხვერპლი..
შემთხვევის ადგილზე დღეს პროფკავშირების წარმომადგენლები ჩავიდნენ, მათ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხადეს და მომხდარის შესწავლის მიზნით, ინციდენტის თვითმხილველ პირებს, ადგილზე შეხვდნენ.
პროფკავშირების შრომის ინსპექტორებს – პაატა ნინუას და დავით ვაშაკიძეს, სენაკში, კუსტარულად მოწყობილი ქვის სამტეხლო დახვდათ, რომლის ზედაპირული დათვალიერებითაც გამოიკვეთა, რომ იგნორირებულია უსაფრთხო შრომისა და გარემოზე ზემოქმედების შესახებ, ქვეყანაში მოქმედი რეგლამენტები.
უბედურ შემთხვევას, ამერიკის სოლიდარობის ცენტრისა და საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ერთობლივი პროექტის ფარგლებში, პროფკავშირების სპეციალისტები იკვლევენ.