ამერიკული დელეგაცია სტუმრად პროფკავშირების გაერთიანებაში

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ამერიკის შეერთებული შტატების შრომის სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების ოფიცერი სტივ მარლერი და ამერიკის სოლიდარობის ცენტრის ევროპის რეგიონული პროგრამების დირექტორი რუდი პორტერი საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებას ეწვივნენ.

IMG 1535

IMG 1383

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში შრომით სფეროში მიმდინარე რეფორმები და გამოწვევები, რომლის წინაშეც ქართველი დასაქმებულები არიან.

საუბარი შეეხო, მომავალი სამი წლის განმავლობაში, ამერიკის მთავრობის მხარდაჭერით დაგეგმილ პროექტებს. მათ შორის, დასაქმებულების ცნობიერების ამაღლებისა და პროფკავშირების ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებს.

მოგვიანებით, სტუმრები თბილისის მიკროავტობუსების კომპანიაში, ავტოფარეხში დასაქმებულ პროფკავშირის წევრებს შეხვდნენ და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიმართულებით ბოლო წლებში განხორციელებულ ცვლილებებს ადგილზე გაეცნენ.

ვიზიტის ფარგლებში, ამერიკული დელეგაციის წევრებმა ასევე შეხვედრები გამართეს: საქართველოს შრომის ინსპექციაში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, შეერთებული შტატების საელჩოში და საქართველოში მოქმედ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მშრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღე

არაფორმალური დასაქმება საქართველოში

28 აპრილი სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა საერთაშორისო დღე

Inactive