პროფკავშირების ორგანიზებით ჩატარებულ უკრაინისადმი სოლიდარობისა და საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციას სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, სხვადასხვა ქალაქებიდან შემოეურთდნენ.
აქციაზე მთავარი აქცენტი უკრაინაში მიმდინარე ომსა და არსებულ საფრთხეებზე გაკეთდა.
აქციის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ და დაგმეს რუსული აგრესია.
პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა ხაზი გაუსვა ქართული საზოგადოების ევროპული ინტეგრაციისკენ სწრაფვას.
სიტყვით გამოსვლების დაწყებამდე სპეციალურად დამონტაჟებულ მონიტორზე უკრაინაში მიმდიანრე ომისა და რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის ამსახველი კადრები გავიდა.
იხილეთ სიუჟეტი