აქცია დეზერტირების ბაზარში

დეზერტირების ბაზრის მოვაჭრეები, პროფესიული კავშირების გაერთიანებასთან ერთად, ბაზრის ადმინისტრაციისგან, მოვაჭრეობის ცნობების მიღებას ითხოვენ.
აღნიშნული ცნობები დასაქმებულებს, პანდემიის გამო, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი კომპენსაციის მისაღებად სჭირდებათ, თუმცა მიუხედავად მოლაპარაკებების მცდელობისა და გაგზავნილი წერილისა, დამსაქმებელი ამ დრომდე უარს ამბობს საბუთის გაცემაზე.
“თუ ამ ხალხზე ცნობები არ გაიცა, შეუძლებელი იქნება, რომ ის მწირი დახმარებაც კი მიიღონ მოვაჭრეებმა. ეს მცირედი დახმარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მათთვის, რადგან ზოგს ნაქირავები აქვს სახლი და ამ შემოსავალზე იყვნენ დამოკიდებული. ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, ე.წ. ჩეკის გამცემებთან ერთად, ჩვენ მოვახდინეთ იდენტიფიცირება, რომლებიც მუდმივად მუშაობდნენ კარანტინამდე ამ ბაზრობებზე.

ჩვენ გავწიეთ უდიდესი სამუშო იმისთვის, რომ ამ ხალხის იდენტიფიცირება მოგვეხდინა და ერთადერთი, რაც აქვთ დარჩენილი ბაზრის ადმინისტრაციებს, არის, რომ გასცენ ეს ცნობები. დაახლოებით ორი კვირის წინ ჩვენ დავლაგდით ბაზრის ადმინისსტრაციასთან, რომ ეს ცნობები იქნებოდა გაცემული, მაგრამ ამდენი ხნის მერეც არ არის ეს ცნობები გაცემული”, – განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა