მიმდინარეობს საიტის განახლება

Amnesty International-ი სამუშაო ადგილებზე რეგულაციების გამკაცრების აუცილებლობაზე

საქართელოში სამუშაო ადგილებზე რეგულაციების გამკაცრებისა და დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს მიერ მათი ეფექტური მონიტორინგის საჭიროება კვლავინდებურად დგას”, – ამის შესახებ Amnesty International-ის 2017 წლის ანგარიშშია ნათქვამი.

როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, წლის განმავლობაში სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევების შედეგად ათეულობით ადამიანი გარდაიცვალა.

“მსხვერპლის განსაკუთრებით დიდი ნაწილი კი, მაღაროებსა და მშენებლობებზე დასაქმებულ მუშებზე მოდიოდა. რეგულაციების გამკაცრებისა და დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს მიერ მათი ეფექტური მონიტორინგის საჭიროება კვლავინდებურად დგას“, – ნათქვამია ანგარიშში.

გაერთიანებული პროფკავშირების ინფორმაციით, 2017 წელს  სამუშაოს შესრულების დროს 41 ადამიანი დაიღუპა, 66 კი მძიმედ დაშავდა. პროფკავშირები რეგულაციების გამკაცრების მოთხოვნით წლებია გამოდის და იმ კანონსაც არასრულყოფილად მიიჩნევს და აპროტესტებს, რომელიც ახალი რედაქციით უკვე მოერე მოსმენით მიიღო პარლამენტმა.