მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი ბრიუსელში

ბრიუსელში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მე-2 და მე-5 სამუშაო ჯგუფების ერთობლივი შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრაში საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანი მონაწილეობს. მან წარმოადგინა ფორუმის არბიტრაჟის საქმიანობის ანგარიში, რომელიც წარმოადგენს დავების გადაწყვეტისა და ფორუმის ორგანოების საქმიანობის მონიტორინგის მექანიზმს.

რაისა ლიპარტელიანმა, როგორც მე-5 სამუშაო ჯგუფის ,,სოციალური დიალოგის“ კოორდინატორმა გააკეთა ჯგუფის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაც და ყურადღება გაამახვილა, გამოწვევებზე, რომელიც საქართველოში არსებობს შრომის უსაფრთხოების, შრომის უფლებების აღსრულების მექანიზმთან, გენდერულ თანასწორობასთან,უმუშევრობის შემწეობასა და მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე განხილული იქნა ფორუმის სტრუქტურა, საქმიანობა და სამომავლო გეგმები. სამუშაო ჯგუფებმა განსაზღვრეს მათი საქმიანობის პრიორიტეტული საკითხები და მიიღეს შესაბამისი რეკომენდაციები. აღსანიშნავია, რომ სამუშაო ჯგუფების წევრები შეხვდნენ ევროკავშირში ფინეთის მუდმივ წარმომადგენლებს. იმსჯელეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელობაზე და სამომავლო თანამშრომლობაზე ევროკავშირის სტრუქტურებთან