აფეთქება ქუთაისში

აფეთქება და ხანძარი ქუთაისში – ცეცხლი ავტომშენებლის ქუჩაზე, შპს IGS თუჯჩამომსხმელ ქარხანაში, ავტოქარხნის ეზოში ღუმელის აფეთქების შედეგად გავრცელდა. აფეთქებამ ქარხანაში შენობის კონსტრუქციის ნგრევა გამოიწვია

აფეთქების შედეგად დაშავდა 5 დასაქმებული : ოლეგი კვირიკეიშვილი, გოჩა ჩინჩალაძე, ამირან ჩინჩალაძე, კარლო გურესაშვილი, რუსუდან გაბეშია. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დასაქმებულების მდგომარეობა სტაბილურია.

ადგილზე მუშაობდა 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

აღნიშნულ შემთხვევას ადგილზე სწავლობს პროფკავშირების შრომის ექსპერტი პაატა ნინუა. პირველადი შეფასებით სამუშაო ადგილზე იკვეთება შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევა.

ასევე დაგაინტერესებთ

თვითდასაქმება და არაფორმალური დასაქმება

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების დელეგაცია თურქმენეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს

საქართველოში გენდერული სახელფასო სხვაობა გაიზარდა

Inactive