მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

გორელმა მოვაჭრეებმა პროფკავშირი დააფუძნეს

საკუთარი შრომითი, სამართლებრივი და სოციალური ინტერესების დაცვის მიზნით 2013 წლის 15 აპრილს გორის ცენტრალურ ბაზარში (რომელიც გურამიშვილის ქ.#5–ში მდებარეობს) დასაქმებულებმა, პროფკავშირული ორგანიზაცია დააფუძნეს.

დამფუძნებელ კრებას 50–მდე მოვაჭრე და “საქართველოს თვითდასაქმებულთა ვაჭრობისა და ინდივიდუალური წარმოების სფეროში მომუშავეთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე,Mმირანდა მანდარია და საქართველოს პროფესიული კავშირების გორის რეგიონული ორგანიზაციის წარმომადგენელი, კახა კალმახელიძე ესწრებოდნენ.

ვინაიდან ადგილობრივი ხელისუფლება გორის ბაზრის გადატანას ქალაქის ცენტრიდან გარეუბანში აპირებს, დამფუძნებელთა კრებამ მთავარ პრიორიტეტად, მოლაპარაკებები ბაზრის ადმინისტრაციასთან და გორის “სავაჭრო ცენტრის~ იმავე ადგილზე დატოვება განსაზღვრა. ასევე შეღავათიანი გადასახადები და ახალი წევრების მოზიდვა.

კრებაზე არჩეულ იქნა გორის “სავაჭრო ცენტრის ~პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარე, სესილი გოგოლაძე და მისი მოადგილე, ზურაბ კრეხელი.