საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების პრეზიდენტმა რაისა ლიპარტელიანმა, ჯიუ-ს სამართლის სკოლის მოწვეულ ლექტორებთან — თამარ გაბისონიასა და ჯეფრი ვოუთთან(Jeffrey Vogt), აშშ-ის სოლიდარობის ცენტრის სამართლის უზენაესობის პროგრამის დირექტორთან დადასაქმებულთა უფლებების დამცველი იურისტების საერთაშორისო ქსელის თანადამფუძნებელსადა ხელმძღვანელთან, ერთად, საქართველოს საერთაშორისო უნივერიტეტი ჯიუ-ში საჯაროპრაქტიკული ლექცია გამართა.
შეხვედრაზე განიხილეს პლატფორმაზე დასაქმებულთა სამართლებრივი სტატუსი, შრომითი დასოციალური უფლებების დაცვის მექანიზმები და ციფრული შრომის ბაზრის თანამედროვეგამოწვევები.
ლექცია ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა და სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სპიკერებთან ერთად პრაქტიკულ საკითხებსა და მათი სამართლებრივი გადაწყვეტის გზებზეემსჯელათ.