პლატფორმული დასაქმება და ILO-ს ახალი სტანდარტები

პლატფორმული დასაქმება, ციფრული ეკონომიკის გამოწვევები და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ახალი სტანდარტები გახდა შეხვედრის მთავარი თემა, რომელიც საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის თანამშრომლობით გაიმართა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ILO-ს მიერ 2026 წლის ივნისში მიღებულ №193 კონვენციაზე და პლატფორმებზე დასაქმებულთა სამართლებრივ სტატუსზე. მონაწილეებმა იმსჯელეს მათი შრომითი უფლებებისა და სოციალური გარანტიების დაცვის საკითხებზე, ასევე სასამართლო პრაქტიკის მნიშვნელობაზე.

ILO-ს №193 კონვენციასა და საერთაშორისო გამოცდილებაზე ისაუბრა ILAW Network-ის პრეზიდენტმა და ILO-ს მმართველი საბჭოს წევრმა ჯეფრი ვოუთმა.

ასევე დაგაინტერესებთ

არაფორმალური დასაქმება და თვითდასაქმება

საქართველოში გენდერული სახელფასო სხვაობა გაიზარდა

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების დელეგაცია თურქმენეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს

Inactive