საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ორგანიზებით თბილისში ჩატარდა ტრენინგი: შრომის არსებითი პირობები და შრომის უსაფრთხოება სამუშაო ადგილებზე

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ორგანიზებით თბილისში ჩატარდა ტრენინგი : შრომის არსებითი პირობები და შრომის უსაფრთხოება სამუშაო ადგილებზე, რომელშიც მონაწიელობა მიიღეს სხვადასხვა დარგობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
განხილული იქნა ისეთი საკითხები როგორიცაა: შრომის ხელშეკრულება, მისი ფორმა, ვადა და პირობები და უსაფრთხო სამუშაო გარემო.
მონაწილეები გაეცნენ კოლექტიური მოლაპარაკებების პროცესსა და და მის მნიშვნელობას ღირსეული შრომის უზრუნველსაყოფად. ტრენინგის მონაწილეებს ლიტუეას გამოცდილება გაუზიარა შრომის სამართლის ექსპერტმა იუსტინას უსონისმა ტრენინგი მოიცავდა პრაქტიკული სავარჯიშოებს და ჯგუფური მუშაობს, რაც ხელს შეუწყობს მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.
ტრენინგები Expertise France-სთან თანამშრომლობით, ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის “ადამიანური კაპიტალის გაძლიერება საქართველოში” მხარდაჭერით განხორციელდა

ასევე დაგაინტერესებთ

არაფორმალური დასაქმება და თვითდასაქმება

საქართველოში გენდერული სახელფასო სხვაობა გაიზარდა

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების დელეგაცია თურქმენეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს

Inactive