საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებაში სახალხო დამცველის მონაწილეობით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

აქართველოს პროფკავშირების გაერთიანებაში სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის მონაწილეობით სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის მთავარი თემა საქართველოში დასაქმებულთა შრომითი და სოციალური უფლებების მიმართულებით არსებული გამოწვევები იყო.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს დასაქმებულებისთვის აქტუალური და სისტემური მნიშვნელობის საკითხები, მათ შორის:
* ღირსეული მინიმალური ხელფასის დაწესების აუცილებლობა
* არაფორმალურ დასაქმებაში მყოფი ადამიანების უფლებრივი და სოციალური დაცვა
* ე.წ. დეკრეტული შვებულების მოქმედი სისტემის ხარვეზები და მისი უფრო სამართლიანი მოდელით შეცვლის საჭიროება;
* უმუშევრობის შემწეობის მექანიზმის დანერგვის მნიშვნელობა;
* სოციალური დიალოგის გაძლიერება სახელმწიფოს, დამსაქმებლებისა და პროფკავშირების მონაწილეობით;
* საჯარო სექტორში დასაქმებულთა შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებები, რომლებიც, მონაწილეთა შეფასებით, დასაქმებულთა უფლებრივი მდგომარეობა მნიშვენლოვნად გააუარესა
შეხვედრის ფარგლებში წარმოდგენილი იქნა კონკრეტული საამართლებრივი ანალიზი და ფინანსური გათვლები, რომლებიც ზემოაღნიშნული რეფორმების განხორციელებისთვისაა საჭირო.
შეხვედრის დასასრულს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების გენერალური მდივანი ირაკლი პეტრიაშვილი და საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი შეთანხმდნენ, რომ აღნიშნული საკითხების საკანონმდებლო და პრაქტიკულ დონეზე წინ წასაწევად ერთობლივ ადვოკატირებას განახორციელებენ.
 მხარეები გააგრძელებენ აქტიურ თანამშრომლობას, რათა ქვეყანაში შრომითი უფლებების დაცვის სტანდარტები კიდევ უფრო გაძლიერდეს და თითოეული დასაქმებულისთვის ღირსეული, სამართლიანი და უსაფრთხო სამუშაო გარემო შეიქმნას.

ასევე დაგაინტერესებთ

არაფორმალური დასაქმება და თვითდასაქმება

საქართველოში გენდერული სახელფასო სხვაობა გაიზარდა

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების დელეგაცია თურქმენეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს

Inactive