საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიული კავშირის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს შეხვედრაში თემაზე — „ინდივიდუალური და კოლექტიური შეთანხმება“.
შეხვედრას, რომელსაც ესწრებოდნენ თბილისის მიკროავტუბესებში დასაქმებულები და შპს სანიტარის დასაქმებულები და ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები, ხელმძღვანელობდნენ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების გენერალური მდივნის მოადგილე ლავრენტი ალანია და Expertise France-ის ტექნიკური დახმარების კოორდინატორი ოდრიუს ბიტინასი.
შეხვედრაზე განიხილეს ინდივიდუალური და კოლექტიური შეთანხმებების მნიშვნელობა, მათი პრაქტიკული განსხვავებები და კოლექტიური ხელშეკრულებების როლი დასაქმებულთა შრომითი და სოციალური პირობების გაუმჯობესებაში.
მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს შრომითი უფლებების დაცვის ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებზე, სოციალური დიალოგის მნიშვნელობასა და პროფესიული კავშირების როლზე დასაქმებულთა ინტერესების ეფექტიან წარმომადგენლობაში.
ღონისძიება გაიმართა Expertise France-თან თანამშრომლობით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის — „ადამიანური კაპიტალის გაძლიერება საქართველოში“ — ფარგლებში.