საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება სკოლა „ალბიონის“ მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეებს ჩაუტარდათ საინფორმაციო სემინარი არასრულწლოვანთა შრომითი უფლებების, სეზონური დასაქმების სამართლებრივი ასპექტებისა და შრომითი უფლებების დარღვევის შემთხვევაში მათი დაცვის მექანიზმების შესახებ.
სემინარს უძღვებოდნენ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების აპარატის უფროსი ნატო ნათენაძე, იურისტი ლევან ხვინგია და ახალგაზრდული მიმართულების კოორდინატორი ელენე ჯოხარიძე.
შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა და მოსწავლეების აქტიური ჩართულობით გამოირჩეოდა.
ღონისძიება გაიმართა LRDR პროექტის ფარგლებში, რომელსაც საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება (GTUC) ავსტრიის პროფკავშირების ფედერაციის (ÖGB) მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის მიზანია ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება შრომითი უფლებების შესახებ.