გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებას შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში დასაქმებული თანამშრომლებისთვის გაიმართა ტრენინგი თემაზე — „საჯარო სამსახური, სამართლებრივი და შრომითი ასპექტები“
ტრენინგის მიზანი იყო მონაწილეებისთვის საჯარო სამსახურთან დაკავშირებული სამართლებრივი და შრომითი საკითხების შესახებ პრაქტიკული ცოდნის გაზიარება, ასევე იმ ძირითადი რეგულაციებისა და მიდგომების განხილვა, რომლებიც მნიშვნელოვანია საჯარო სექტორში დასაქმებული პირების ყოველდღიურ საქმიანობაში.
შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შრომითი უფლებების დაცვას, საჯარო სამსახურში მოქმედ საკანონმდებლო რეგულაციებსა და დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ხელშემწყობ მექანიზმებს