საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ ,,ევროპის უნივერსიტეტის’’ სტუდენტებისთვის საჯარო დისკუსია გამართა თემაზე — „ინდივიდუალური და კოლექტიური შეთანხმება“.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს Expertise France – ის ტექნიკური დახმარების კოორდინატორმა ოდრიუს ბიტინასმა, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების პრეზიდენტმა რაისა ლიპარტელიანმა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის შრომის სამართლის კომიტეტის თავმჯდომარემ, ასევე ,,ევროპის უნივერსიტეტის’’ მოწვეულმა ლექტორმა თამარ გაბისონიამ.
დისკუსიის ფარგლებში მომხსენებლებმა — რაისა ლიპარტელიანმა და თამარ გაბისონიამ — ისაუბრეს კოლექტიური და ინდივიდუალური შეთანხმებების სპეციფიკასა და განსხვავებებზე. დამატებით, განხილულ იქნა პროფესიული კავშირების მიერ წარმოებული სამართლებრივი პრაქტიკა კოლექტიური ხელშეკრულებების შედეგად გაუმჯობესებულ შრომით და სოციალურ პირობებთან დაკავშირებით. დისკუსია შეეხო შრომითი უფლებების დაცვის ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებს, ასევე დასაქმებულთა ინტერესების წარმომადგენლობის ეფექტიან მექანიზმებს.
შეხვედრა გაიმართა Expertise France-თან თანამშრომლობით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის — „ადამიანური კაპიტალის გაძლიერება საქართველოში“ — ფარგლებში