ჟენევაში, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ყოველწლიური კონფერენციის მონაწილეებმა, გაეროს ევროპული შტაბ-ბინის შენობის წინ ბელორუსის პროფკავშირების სოლიდარობის აქცია გაიმართეს, რომელსაც საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებაც შეუერთდა.
ბელარუსში პროფკავშირული უფლებების დარღვევა წლებია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ყურადღების ცენტრშია. 2022 წელს ხელისუფლებამ პროფკავშირული საქმიანობის გამო დააკავა დამოუკიდებელი პროფკავშირების ათეულობით ლიდერი და აქტივისტი. მათი ნაწილი საერთაშორისო სოლიდარობისა და მხარდაჭერის შედეგად გათავისუფლდა, თუმცა არაერთი პროფკავშირელი კვლავ პატიმრობაში რჩება.
ბელარუსის უზენაესმა სასამართლომ დამოუკიდებელი პროფკავშირებისა და მათი გაერთიანების საქმიანობა აკრძალა, რის შედეგადაც ქვეყანაში პრაქტიკულად აღარ ფუნქციონირებს სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი პროფესიული კავშირები.
აქციის მთავარი მოთხოვნებია: დაკავებული პროფკავშირების ლიდერების გათავისუფლება; დამოუკიდებელი პროფკავშირების აღდგენა; გაერთიანების თავისუფლებისა და კოლექტიური მოლაპარაკებების უფლების უზრუნველყოფა