საქართველოს პროფკავშირების დელეგაცია ILO-ს გენერალურ დირექტორს შეხვდა

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების დელეგაცია, გენერალური მდივნის ირაკლი პეტრიაშვილის ხელმძღვანელობით, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) გენერალურ დირექტორს, გილბერტ ჰუნგბოს შეხვდა.
შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოში დასაქმებულთა წინაშე არსებული გამოწვევები, მათ შორის საჯარო სამსახურის შესახებ კანონში 2024 წელს შეტანილი ცვლილებები, რომლებიც სოციალური დიალოგის პრინციპების დარღვევით განხორციელდა და საჯარო მოსამსახურეთა უფლებრივი დაცვის სტანდარტები მნიშვნელოვნად გააუარესა.
 აღინიშნა, რომ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ინიციატივით, აღნიშნული საკითხი 2025 წელს ILO-ს სტანდარტების კომიტეტმა განიხილა და საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო შრომით სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანისკენ მოუწოდა.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოში შრომითი და სოციალური სტანდარტების გაუმჯობესების პროცესში ILO-ს მხარდაჭერის მნიშვნელობასა და გენერალური დირექტორის საქართველოში ვიზიტის შესაძლებლობაზე

ასევე დაგაინტერესებთ

არაფორმალური დასაქმება და თვითდასაქმება

საქართველოში გენდერული სახელფასო სხვაობა გაიზარდა

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების დელეგაცია თურქმენეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს

Inactive