ეს არის საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების საინფორმაციო მასალა, რომელიც მარტივ და გასაგებ ენაზე პასუხობს იმ კითხვებს, რომლებიც ყველაზე ხშირად აწუხებთ დასაქმებულებს. პირველი ნაწილი ეთმობა შრომით უფლებებს: შრომითი ხელშეკრულება და მისი ფორმა, სამუშაო და დასვენების დრო, შვებულებები (მათ შორის, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო), ანაზღაურება, ფეხმძიმისა და მეძუძურის გარანტიები, თანასწორობა, უსაფრთხო გარემო, ხელშეკრულების შეწყვეტა და დავის გადაწყვეტა. მეორე ნაწილში თავმოყრილია ინფორმაცია პროფესიული კავშირების შესახებ: რა არის პროფკავშირი, რა უფლებები და გარანტიები აქვს მის წევრს, როგორ ხდება გაწევრიანება და ვის უნდა მივმართოთ უფლების დარღვევისას. პასუხები ეფუძნება საქართველოს ორგანულ კანონს ,,საქართველოს შრომის კოდექსს” და საქართველოს ორგანულ კანონს „პროფესიული კავშირების შესახებ”.