შრომის უსაფრთხოება ოფისში

საოფისე გარემო შედარებით დაბალი რისკისაა, თუმცა მასაც ახასიათებს ისეთი საფრთხის ფაქტორები, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიოს ტრავმა ან პროფესიული დაავადება. ამიტომ დამსაქმებელი ვალდებულია, უზრუნველყოს დასაქმებულთათვის უსაფრთხო და კომფორტული სამუშაო გარემო, მოქმედი შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის შესაბამისად.

გაიდლაინი მოიცავს დამსაქმებლის ძირითად ვალდებულებებს შემდეგი მიმართულებებით: რისკების შეფასება, ინფორმირება და დასაქმებულთა მონაწილეობა; სამუშაო სივრცის უსაფრთხო მოწყობა (კონსტრუქცია, მასალები, იატაკი, კარები); სახანძრო და ელექტრო უსაფრთხოება; სივრცის პარამეტრები (მინ. 2 მ² თითო დასაქმებულზე, სიმაღლე არანაკლებ 2.3 მ); ვენტილაცია, ტემპერატურა და განათება; სამუშაო ადგილის ერგონომიკული აღჭურვა (მაგიდა, სავარძელი, მონიტორი, კლავიატურა); სანიტარიული კვანძები და სასმელი წყალი; პირველადი სამედიცინო დახმარება; და სამუშაო სივრცის თანაბარი ხელმისაწვდომობა შშმ პირების, ორსული და მეძუძური დასაქმებულებისთვის.

დოკუმენტი ეფუძნება „შრომის უსაფრთხოების შესახებ” ორგანულ კანონსა და შესაბამის ტექნიკურ რეგლამენტებს.

შრომის უსაფრთხოება ოფისში

ასევე დაგაინტერესებთ

არაფორმალური დასაქმება და თვითდასაქმება

საქართველოში გენდერული სახელფასო სხვაობა გაიზარდა

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების დელეგაცია თურქმენეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს

Inactive