საქარველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსმა ნიკა კაკაშვილმა დასაქმებულებს საქართველოს ორგანული კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ და ტექნიკური უსაფრთხოების საკითხები სამუშაო ადგილებზე გააცნო. გაერთიანების იურისტებმა: ლევან ხვინგიამ და ქეთი ჩხაიძემ კი შრომითი უფლებების დაცვის მექანიზმებზე, კერძო და საჯარო სამსახურის თავისებურებების გათვალისწინებით განიხილეს.
სემინარი აქტიურად, კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. დასაქმებულებმა მათ სამუშაო ადგილზე არსებულ ორგანიზაციულ პრობლემებზე ისაუბრეს და ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღეს.
პროფკავშირების გაერთიანებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლებაა. ამერიკის სოლიდარობის ცენტრის მხარდაჭერით საქართველოს სხვადასხვა ქალაქში უკვე ათობით სემინარი ჩატარდა.
ფოტოების სანახავად, გადადით ბმულზე: https://www.facebook.com/share/p/2w3zwRUHAkpZn7Ue/