თურქეთის პროგრესული პროფკავშირების კონფედერაციის გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ლიდერებმა დასაქმებულთა გამოწვევებზე იმსჯელეს

სტამბულში, თურქეთის პროგრესული პროფკავშირების კონფედერაციის „DISK”-ის მე-17 გენერალური ასამბლეა გაიხსნა.

ასამბლეაში სპეციალური მიწვევით მონაწილეობენ  საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე – ირაკლი პეტრიაშვილი და მოადგილე – თამარ სურმავა.

კონფერენციაზე,  პროფკავშირელმა  ლიდერებმა იმ ძირითად  გამოწვევებზე ისაუბრეს,  რომლის წინაშეც მშრომელები დგანან როგორც საქართველოში, ასევე, სხვადასხვა ქვეყნებში.

ვიზიტის ფარგლებში, ასევე, გაერთიანების  თავმჯდომარე თურქეთში მოქმედ შოთა რუსთაველის ასოციაციის პრეზიდენტსა და წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც ქართული დიასპორის საჭიროებები განიხილეს.

c1810397 0151 4676 aa35 fb3d222d7a0c 4fd60104 4b34 477e a4ad 3ebf589c6a29 03579f02 09f5 4881 9b4f cae78a804efe

ასევე დაგაინტერესებთ

მშრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღე

არაფორმალური დასაქმება საქართველოში

28 აპრილი სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა საერთაშორისო დღე

Inactive