პროფკავშირების ბრძოლის შედეგად, საქართველო ბუდაპეშტში მდებარე  შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ცენტრალურ და დასავლეთ ოფისს დაექვემდებარა

საქართველოს პროფკავშირების მრავალწლიანი ბრძოლის შედეგად, საქართველო ბუდაპეშტში მდებარე  შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ცენტრალურ და დასავლეთ ოფისს დაექვემდებარა.

 

07fa67df fc35 4349 a40d aa6e51157a22

 

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ბუდაპეშტის ოფისის დირექტორი, კლერ ჰარასტი დელეგაციასთან ერთად საქართველოს პირველად ეწვია. ვიზიტის ძირითად მიზანს საქართველოში ღირსეული შრომის პროგრამის დაგეგმვა წარმოადგენს. მხარეებს შორის ინდივიდუალური და შემდგომ, გაერთიანებული სამმხრივი კონსულტაციები 20-21 ნოემბერს გაიმართა. ერთობლივი მუშაობის შედეგად, სამუშაო გეგმის პრიორიტეტულ საკითხებად გაიწერა: სოციალური დიალოგის განვითარება და  ყველა დონეზე მხარდაჭერა, მინიმალური ხელფასის, უმუშევრობის დაზღვევის, ქალთა  და ახალგაზრდობის, პროფესიული განათლების, დასაქმების ფორმალიზების, სოციალური კონტრაქტისა და ა.შ. მიმართულებებზე მუშაობა.

 

398288297 7251682674864779 1329729267060591008 n

 

მხარეებმა გამოთქვეს სურვილი, რომ საქართველომ შსო-ს  რეგიონულ ოფისთან აქტიური  თანამშრომლობა გააგრძელონ. იგეგმება არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა, მათ შორის, საუკეთესო ევროპული გამოცდილების გაზიარების თვალსაზრით.

368563271 1377994139821947 6194966619113045510 n

ბოლო სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ

მშრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღე

არაფორმალური დასაქმება საქართველოში

28 აპრილი სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა საერთაშორისო დღე