შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში შრომით სფეროში მიმდინარე რეფორმები და გამოწვევები, რომლის წინაშეც ქართველი დასაქმებულები არიან.
საუბარი შეეხო, მომავალი სამი წლის განმავლობაში, ამერიკის მთავრობის მხარდაჭერით დაგეგმილ პროექტებს. მათ შორის, დასაქმებულების ცნობიერების ამაღლებისა და პროფკავშირების ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებს.
მოგვიანებით, სტუმრები თბილისის მიკროავტობუსების კომპანიაში, ავტოფარეხში დასაქმებულ პროფკავშირის წევრებს შეხვდნენ და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიმართულებით ბოლო წლებში განხორციელებულ ცვლილებებს ადგილზე გაეცნენ.
ვიზიტის ფარგლებში, ამერიკული დელეგაციის წევრებმა ასევე შეხვედრები გამართეს: საქართველოს შრომის ინსპექციაში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, შეერთებული შტატების საელჩოში და საქართველოში მოქმედ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში.

