ირაკლი პეტრიაშვილი თურქეთში, ჩაის პლანტაციებში დასაქმებული ქართველი მიგრანტების სამუშაო პირობებს გაეცნო

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი მოადგილესთან, თამარ სურმავასთან ერთად თურქეთში, ქ. ხოფაში, სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა.

ირაკლი პეტრიაშვილი და თამარ სურმავა თურქეთის პროფკავშირის დისკის (Disk) თავმჯდომარესთან, არზუ ჩერქეზოღლუსთან ერთად შეხვდენენ ჩაის პლანტაციებში სეზონურად დასაქმებულ პირებს, რომელთა დიდ ნაწილსაც საქართველოს მოქალაქეები შეადგენენ და მათ სამუშაო პირობებს ადგილზე გაეცნენ.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ართვინის გუბერნატორს, ართვინის რეგიონიდან თურქეთის პარლამენტის წევრს, რომელიც ასევე  ქართულ-თურქული მეგობართა ჯგუფის ხელმძღვანელია, ასევე, ბურჩხისა და ხოფის მერებს შეხვდა.

 

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება თურქეთის პროფკავშირთან (disk) ერთად თურქეთში, ქართველი მიგრანტების ინტერესების დაცვის მიზნით, აქტიურად განაგრძობს მუშაობას. მხარეთა მიერ შემუშავდა სამუშაო გეგმა და დაიგეგმა კონკრეტული ნაბიჯები.

 

თურქული ნიუსი: https://ankahaber.net/haber/detay/disk_genel_baskani_cerkezoglu_hopada_gurcistan_sendikalar_konfederasyonu_genel_baskani_petriashvili_ile_bir_araya_geldi_152698

 

 

ბოლო სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ

არაფორმალური დასაქმება საქართველოში

28 აპრილი სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა საერთაშორისო დღე

განცხადება