საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანი იმერეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ და გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელ პირებს შეხვდა

მიმდინარე წლის 22 -25 ივლისს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანი პარტნიორი ორგანიზაციის რეგიონული ინიციატივების ცენტრი “ნათელი მომავალის” ხელმძღვანელ მარიკა ვაჭარაძესთან ერთად იმერეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ და გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელ პირებს შეხვდა.

საინფორმაციო შეხვედრები მიზნად ისახავდა იმერეთის მუნიციპალიტეტებთან აქტიურ თანამშრომლობას სამუშაო ადგილებზე გენდერული თანასწორობის პოლიტიკის დანერგვისძალადობისა და შევიწროებისგან თავისუფალი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით.

უახლოეს მომავალში იგეგმება ერთობლივი პრაქტიკული ტრენინგი, სადაც იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტების (სამტრედიახონი, ზესტაფონითერჯოლასაჩხერე, ჭიათურატყიბულიწარმომადგენლები იმუშავებენ ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის დოკუმენტებზე

შეხვედრები ჩატარდა საქართველო სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მხარდაჭერით პროექტის “ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკისა და შესაბამისი მექანიზმების ადვოკატირება იმერეთის საჯარო დაწესებულებებში” ფარგლებში.

IMG 8675 IMG 8673 IMG 8669 IMG 8661 IMG 8678

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ

მშრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღე

არაფორმალური დასაქმება საქართველოში

28 აპრილი სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა საერთაშორისო დღე

Inactive