საქართველოში ღირსეული მინიმალური ხელფასის სტანდარტის დაწესების აუცილებლობასთან დაკავშირებით, შეხვედრა გაიმართა

პროფკავშირების გაერთიანების ორგანიზებით, ღირსეული მინიმალური ხელფასის სტანდარტის დაწესების აუცილებლობასთან დაკავშირებით, შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას პროფკავშირების წარმომადგენლები, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მოწვეული ექსპერტები, ჯანდაცვის სამინისტროსა და დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.

IMG 1686 scaled 1

მოწვეულმა უცხოელმა ექსპერტებმა საერთაშორისო პრაქტიკასა და მიდგომაზე, ქვეყანაში  ღირსეული მინიმალური ხელფასის სტანდარტის არსებობის აუცილებლობაზე ისაუბრეს. პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა სახელმწიფოს როლი საკითხის გადაჭრის პროცესში, რადგან სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანას ღირსეული მინიმალური ხელფასის სტანდარტი ჰქონდეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში, მინიმალური ხელფასი ჯერ კიდევ ძველი კანონმდებლობით არის განსაზღვრული და 20 ლარია. პროფკავშირების გაერთიანება წლებია, აყენებს საკითხს, რომ განისაზღვროს ახალი, დასაქმებულებზე ორიენტირებული, ღირსეული მინიმალური ხელფასის სტანდარტი.

აღსანიშნავია, რომ ევროპულ ქვეყნებში არსებული სტანდარტი საშუალო ხელფასის 60%-ის მიხედვით ითვლება, თუმცა, საქართველოში, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები წლებია უარს ამბობენ ახალი სტანდარტის შემოღებაზე და გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ სიახლე მათზე მნიშვნელოვნად უარყოფითად იმოქმედებს. არსებული საკითხის გათვალისწინებით, პროფკავშირების გაერთიანებამ კიდევ ერთხელ გამოთვალა საქსტატის მიერ დაანგარიშებული საშუალო ხელფასის მიხედვით დასაწესებელი სტანდარტი, რომელიც დღეის მდგომარეობით, ხელფასის 40%-ის შესაბამისად, 636 ლარს შეადგენს.

პროფკავშირები კიდევ ერთხელ მოუწოდებს სახელმწიფოსა და ბიზნესს, მისცენ დასაქმებულ ადამიანებს ღირსეული პირობებით მუშაობის საშუალება. გაერთიანება უახლოეს პერიოდში, საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტს კიდევ ერთხელ შეიტანს და მოითხოვს, რომ სასწრაფოდ გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები.

 

IMG 1698 scaled 1

IMG 1693 scaled 1IMG 1700 scaled 1

ასევე დაგაინტერესებთ

მშრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღე

არაფორმალური დასაქმება საქართველოში

28 აპრილი სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა საერთაშორისო დღე

Inactive