მარჩენალდაკარგული არასრუწლოვნები იმედოვნებდნენ, რომ საქართველოს რკინიგზა, გამოიჩენდა გონიერებას და მარჩენლის გარდაცვალების გამო მათ შესაბამის მატერიალურ დახმარებას გაუწევდა, თუმცა, უშედეგოდ.
მოსარჩელეებმა პროფკავშირების დახმარებით სასამართლოს მიმართეს. საქმის წარმოებისას არაერთ მვნიშვნელოვან გარემოებაზე, საქართველოსა და ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებებზე გაკეთდა მითითებები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით, ორი არასრულწლოვნის სარჩელი მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. საქართველოს რკინიგზას მოსარჩელეთათვის სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე სარჩოს გადახდის, ასევე ოჯახის წევრების გარდაცვალების გამო მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დაეკისრა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ, მოსარჩელეები სააპელაციო სასამართლოში განაგრძობენ დავას იმ ნაწილში, რა ნაწილშიც სარჩელი სრულად არ დაკმაყოფილდა.
დაზარალებულთა ინტერესებს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურისტი – სერგო მახარაძე იცავს, ხოლო პროცესში აქტიურად არის ჩართული რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი.