პოლონეთის საელჩოსთან პროფკავშირებმა გერმანიაში გაფიცული ქართველი მძღოლების მხრდამჭერი აქცია გამართეს, გაფიცულებთან ადგილზე კი პროფკავშირების თავმჯდომარე ჩავიდა

გერმანიაში გაფიცული ქართველი ტრაილერის მძღოლების მხარდასაჭერად პროფკავშირებმა ორი პარალელური აქცია გამართეს.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი და მოადგილე რაისა ლიპარტელიანი გაფიცულებთან ადგილზე, გერმანიაში ჩავიდნენ და დასაქმებულებს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს. ამასთან, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად შეიმუშავეს პოლონეთის მთავრობისთვის გასაგზავნი პეტიცია, რომლის მიხედვითაც მათმა მთავრობამ დამსაქმებელი კომპანიის საქმიანობა უნდა შეისწავლოს და შესაბამისი ზომები მიიღოს.

გაფიცულ მძღოლებს, ირაკლი პეტრიაშვილმა სიტყვით მიმართა და დაჰპირდა, რომ ამ ბრძოლას მათთან ერთად ბოლომდე მიიყვანს.

გერმანიაში, მიმდინარე პროტესტის პარალელურად, საქართველოს პროფკავშირებმა მძღოლების მხარდამჭერი აქცია თბილისშიც, პოლონეთის საელჩოსთან გამართეს. ადგილზე მივიდნენ ამავე კომპანიის მიერ დაზარალებული მძღოლებიც, რომელთაც ასევე რამდენიმე თვის ასანაზღაურებელი ხელფასი აქვთ ასაღები.

შეგახსენებთ, რომ უკვე მესამე კვირა დაიწყო, რაც გერმანიაში, სატვირთო მანქანების 200-მდე მძღოლი, მათ შორის, 50-მდე ქართველი, გაფიცულია.

ტრაილერების  მძღოლებმა, ვინც დასაქმებული იყვნენ პოლონური კომპანიების გაერთიანებაში – “Lukmaz”, “Agmaz”  და “Imperija”, მუშაობა აუღებელი ხელფასების გამო შეწყვიტეს. არიან მძღოლები, ვისთვისაც დამსაქმებელს რამდენიმე თვის დავალიანება აქვს დასაფარი.

მძღოლები დახმარების თხოვნით საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებას დაუკავშირდნენ. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თხოვნის საფუძველზე, ამ პროცესში სატვირთო ავტომობილის მძღოლებს მხარს უჭერენ გერმანიისა და ჰოლანდიის პროფკავშირები , ასევე, ტრანსპორტის მუშაკთა საერთაშორისო ფედერაციის (ITF) საგზაო ტრანსპორტის ზედამხედველობის გუნდი (RTDD), რომლებმაც მედიატორად დანიშნეს ედვინ ატემი (Edwin Atema).

მას შემდეგ, რაც საქმეში რამდენიმე ქვეყნის პროფკავშირი ჩაერთო, დამსაქმებელი  მძღოლებს, ნამუშევარის ანაზღაურებას სიტყვიერაედ დაჰპირდა. მიუხედავად დაპირებისა, რამდენიმე  დღის წინ, მან პოლონეთიდან „შემცვლელი“ მძღოლები ჩაიყვანა და დასაქმებულებისთვის ტრაილერების წართმევა სცადა. ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას. გერმანიის პოლიციამ პოლონელი დამსაქმებელი და ყველა მისი თანმხლები პირი დააპატიმრა და შემდეგ დაადეპორტა.

სიტუაციის შესახებ ინფორმირებულია საქართველოში პოლონეთის საელჩოც. გაფიცვა მანამ გაგრძელდება, სანამ სატვირთო მანქანის მძღოლები ნამუშევარ ხელფასებს არ აიღებენ. 337800474 1291912545017183 9210314129878489846 n338203037 255054980288596 4029396967862454787 n339023315 887305399033985 3253305833187830980 n339527971 721189113041530 68724958369911721 n 1339981282 169834898917497 8289170000536750229 n

ასევე დაგაინტერესებთ

მშრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღე

არაფორმალური დასაქმება საქართველოში

28 აპრილი სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა საერთაშორისო დღე

Inactive