700-მდე დასაქმებული გაუმჯობესებული პირობებით იმუშავებს – პროფკავშირებმა ახალი კოლექტიური ხელშეკრულება გააფორმა

პროფესიული კავშირების გაერთიანებამ, რკინიგზელთა ახალმა პროფკავშირმა და ჩინურმა კომპანიამ ,,გუიჯოუ ჰაივეი ენჯინიარინგ გრუფ კო”, რომელსაც ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული ჰყავს 700-მდე ადამიანი, კოლექტიური ხელშეკრულება გააფორმეს.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ, დამსაქმებელი დასაქმებულებს შრომით პირობებს გაუუმჯობესებს. კერძოდ, შრომით ხელშეკრულებებს კანონთან შესაბამისობაში მოიყვანს, შრომის პირობებს კიდევ უფრო უსაფრთხოს გახდის, ზეგანაკვეთურად ნამუშევარ საათებს გაზრდილი ტარიფით აუნაზღაურებს და მოუმატებს სახელფასო ანაზღაურებასაც.

შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები მხარეებმა ხელმოწერებით დაადასტურეს.89FBDE55 18BF 44BC BBEB D6CDEF9AA69718F02B36 CF9C 48A2 AB1A 70441CD3EBF85460ADD9 0519 4D20 A0A1 8B72DF5A76BBFE04D490 3F38 4691 B96A 82ECEB21E12A

ბოლო სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ

მშრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღე

არაფორმალური დასაქმება საქართველოში

28 აპრილი სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა საერთაშორისო დღე