პროფკავშირების გაერთიანება პროფკავშირის წევრებისთვის ცნობიერების ამაღლების კამპანიებს აგრძელებს

2023 წლის 12-13 მარტს, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ორგანიზებითა და ამერიკის სოლიდარობის ცენტრის მხარდაჭერით, დაბა ბაკურიანში  ჩატარდა ორდღიანი სემინარი თემაზე: სოციალური დიალოგი და შრომითი ურთიერთობები“.

333045922 221080397064046 534948680115699896 n

სემინარს 18 მონაწილე დაესწრო და მასში მონაწილეობა მიიღეს:

  • საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების;
  • ენერგეტიკის მუშაკთა პროფესიული კავშირის;
  • თბილისის მეტროპოლიტენის მუშაკთა პროფესიული კავშირის;
  • მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის;
  • მედიცინის, ფარმაციისა და სოციალური დაცვის;
  • ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიული კავშირის;
  • საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის მუშაკთა პროფესიული კავშირის პირველად პროფკავშირულ ორგანიზაციებში დასაქმებულებმა.

სემინარს უძღვებოდნენ: რაისა ლიპარტელიანი – საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე; თამილა გაბაიძე – საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურისტი.

333921931 5780548278723198 8959476320257856967 n

შეხვედრაზე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა:

  • შრომითი კანონმდებლობა და უახლესი ცვლილებები;
  • სოციალური დიალოგის არსი და მიზანი შრომით ურთიერთობებში, სოციალური დიალოგის პლატფორმები და პრაქტიკა;
  • კოლექტიური მოლაპარაკებები პრაქტიკაში და ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათები;
  • უფლების დაცვის მექანიზმები;
  • რა პროცედურებია საჭირო მედიაციის დროს;
  • მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოს შესრულების დროს გასათვალისწინებელი შეღავათები.

332894006 916317879791326 4774163344586284937 n332963099 167198709446679 4136942083697242789 n333025601 936978134404317 7961335049317120106 n

სემინარის ფარგლებში ჩატარდა ვორქშოფები. მონაწილეები დაიყვნენ 3 ჯგუფად. თითოეულმა წარადგინა პრეზენტაცია.

333207300 916683246139091 8358486362385307791 n333207300 942036870256337 8842399049817471296 n

 

 

ბოლო სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ

არაფორმალური დასაქმება საქართველოში

28 აპრილი სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა საერთაშორისო დღე

განცხადება