„ქალთა შრომითი უფლებები – დისკრიმინაციის აკრძალვა” – პროფკავშირების გაერთიანების სემინარი

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების (GTUC) ორგანიზებითა და ამერიკის სოლიდარობის ცენტრის (AFL CIO) მხარდაჭერით, დაბა ბაკურიანში, 2022 წლის 24-25 დეკემბერს, ჩატარდა ორდღიანი სემინარი თემაზე: „ქალთა შრომითი უფლებები – დისკრიმინაციის აკრძალვა და აღსრულების მექანიზმები“.

შეხვედრაზე სემინარის მოდერატორებმა მონაწილეებთან განიხილეს შემდეგი საკითხები:

  • დისკრიმინაციის ცნება და ფორმები;
  • წინასახელშეკრულებო ეტაპზე დისკრიმინაცია, მტკიცების ტვირთი;
  • ძალადობა და შევიწროება სამუშაო ადგილებზე;
  • ქალთა დამატებითი შრომითი გარანტიები შრომის კოდექსის მიხედვით და მისი აღსრულების მექანიზმები.

სემინარს უძღვებოდნენ: საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე – თამარ სურმავა; ამერიკის სოლიდარობის ცენტრის მშრომელთა უფლებების დამცველ იურისტთა საერთაშორისო ქსელის რეგიონული კოორდინატორი ევროპასა და აზიაში – თამარ გაბისონია; საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურისტი – სერგო მახარაძე და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების საორგანიზაციო დეპარტამენტის სპეციალისტი – ია შერაზადიშვილი.

ტრენინგზე მონაწილეობდნენ: თბილისის მეტროპოლიტენის; აგრარულ მეურნეობაში, ვაჭრობასა და მრეწველობაში; ენერგეტიკის; მედიცინის, ფარმაციისა და სოციალური დაცვის; მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის; მშენებელთა და ტყის; ტრანსპორტისა და გზების; ნავთობისა და გაზის მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირების პირველად პროფკავშირულ ორგანიზაციებში დასაქმებული ქალები და გერმანიაში სტუდენტური დასაქმების ფარგლებში დასაქმებული სტუდენტები. 320752318 3428325150731411 2030150974664736267 n 1321241813 1891372597882918 4150362490644853462 n319428739 897998461199804 3881986475269811806 n320499636 678971370620791 4987447717242511334 n320361272 1384886525613284 1229916526115240586 n319507955 969655403917571 4377653927009229132 n320499636 678971370620791 4987447717242511334 n319792946 1480588515784453 9220346077361582694 n 2319951479 5593973207376169 6152662974946974854 n

ბოლო სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ

მშრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღე

არაფორმალური დასაქმება საქართველოში

28 აპრილი სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა საერთაშორისო დღე