პროფკავშირები საკანონმდებლო ორგანოში – გაერთიანების თავმჯდომარემ და მოადგილემ პარლამენტის თავმჯდომარეს შრომითი საკითხებისა და ევროინტეგრაციის 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით პროფკავშირების ხედვა წარუდგინეს

305643496 1218677705371968 189831407082684870 n 2საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ხელმძღვანელმა მოადგილესთან ერთად საკანონმდებლო ორგანოში შალვა პაპუაშვილსა და ანრი ოხანაშვილთან შეხვედრა გამართა.

ირაკლი პეტრიაშვილმა და რაისა ლიპარტელიანმა პარლამენტისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეებს ევროინტეგრაციის 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით პროფკავშირების ხედვა წარუდგინეს.

გარდა ამისა, პროფკავშირების ხელმძღვანელმა და მისმა მოადგილემ პარლამენტის თავმჯდომარეს შრომითი საკითხების კუთხით არსებული მდგომარეობა გააცნეს. მათ შორის, საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა:

  • ღირსეული მინიმალური ხელფასის დაწესების აუცილებლობა საქართველოში
  • სოციალური დიალოგის განვითარების ხელშეწყობა ყველა დონეზე
  • სასამართლო დავების დინამიკა
  • შრომითი მიგრაციის კანონში დაგეგმილი ცვლილებები
  • ქალთა შრომითი უფლებებისა და დეკრეტული შვებულების საკითხი
  • შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის იმ კონვენციების რატიფიცირება, რომელიც უკავშირდება შრომის უსაფრთხოებას, შრომის ინსპექციას და ქალთა შრომას – მათ შორის, ძალადობას და შევიწროებას სამუშაო ადგილებზე
  • საპენსიო უზრნველყოფის საკითხები
  • სახალხო დამცველის შერჩევის წესი

ასევე, ხაზი გაუსვეს ისეთი ტიპის პლატფორმის ან მექანიზმის შექმნის აუცილებლობას, რომელიც შრომით და სოციალურ საკითხებზე  პროფკავშირებსა და პარლმენტს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას უზრუნველჰყოფს.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ საკანონმდებლო ორგანოსა და საქართველოს პროფკავშირებს შორის, ისევე როგორც ევროინტეგრაციის 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით, ასევე, გაერთიანების ინიციატივებთან და მოსაზრებებთან დაკავშირებით, მჭიდრო თანამშრომლობა შედგება.

ბოლო სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ

არაფორმალური დასაქმება საქართველოში

28 აპრილი სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა საერთაშორისო დღე

განცხადება