მოლაპარაკება, რომელშიც უშუალოდ იყო ჩართული მომსახურების, ბანკების და კომუნალურ მუშაკთა პროფესიული კავშირი, მოიცავს 1. საპროტესტო აქციაში მონაწილე პირების ხელშეუხებლობას; 2.მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში დაგეგმილი განრიგის გაუქმებას და არსებულ განრიგზე დაბრუნებას; 3. 2022 წლის 1 იანვრიდან დასაქმებულთა დაზღვევას; 4. დამატებით ანაზღაურებად შვებულებას, 24 სამუშაო დღესთან ერთად; 5. სპეც-ტანსაცმლის განახლებას; 6. სპეც-ტექნიკის(ავტოპარკის) განახლებას; 7. სახელფასო ანაზღაურების გაზრდას. მომდევნო კვირაში აღნიშნულ საკითხზე კონკრეტული ვადების გათვალისწინებით მოხდება ხელშეკრულების გაფორმება.
შეგახსენებთ, 6 აგვისტოს შპს თბილსერვისის თანამშრომელთა საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელიც დასაქმებულთა სამუშაო განრიგის შეცვლამ და სამუშაო პირობებმა გამოიწვია. 2 დღის შემდეგ პროფკავშირების ჩართულობით საპროტესტო აქცია კონკრეტული შედეგით და შეთანხმებით დასრულდა. თანამშრომლებმა სრული დატვირთვით განაახლეს მუშაობა.