“ქართულმა სახლმა” კანონიერი გაფიცვის მონაწილე 20-მდე თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა

კომპანია ,,ქართული სახლი”, რომელიც ,,დელისიას”-ს სახელითაც ოპერირებს, მიმდინარე პერიოდში იქცა დასაქმებულთა უფლებების შელახვის ყველაზე ცხელ წერტილად.

კომპანიაში დასაქმებულებმა ხელფასების რამდენიმეთვიანი დაგვიანება გააპროტესტეს და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული და სხვა პრობლემების მოსაგვარებლად, მოლაპარაკებების დაწყების მიზნით, მიმართეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს და მოითხოვეს მედიატორის დანიშვნა.

124161859 3982225591806736 573446828445624172 o

მედიაციის პროცესი პრაქტიკულად უშედეგოდ დასრულდა – შპს „ქართულმა სახლმა“ (დელისიამ) სამსახურიდან გაათავისუფლა კოლექტიური დავის მონაწილე 4 თანამშრომელი, დასაქმებულთა ნაწილი კი დააჯარიმა ხელფასის 49%-ის ოდენობით.

2020 წლის 9 ნოემბერს დასაქმებულებმა კანონიერი გაფიცვა წამოიწყეს და კომპანიის ერთ-ერთ მაღაზიასთან საპროტესტო აქცია გამართეს შემდეგი მოთხოვნებით:

124184127 3982225681806727 7593331134048736877 o

– სამსახურიდან გათავისუფლებულთა აღდგენა;

– ჯარიმის სახით წართმეული თანხის დაბრუნება;

– შრომის პირობების გაუმჯობესება.

დღის ბოლოს კომპანიამ კანონიერი გაფიცვის 13 მონაწილე სამსახურიდან გაათავისუფლა.

პროფკავშირები და ,,ქართული სახლის” ყოფილი დასაქმებულები აპირებენ, რომ დავა სასამართლოში გაგრძელდეს, ხოლო პარალელურად გაგრძელდება აქციები კომპანიის წინააღმდეგ.

124157325 3982223365140292 3742231476276439983 o

ასევე დაგაინტერესებთ

მშრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღე

არაფორმალური დასაქმება საქართველოში

28 აპრილი სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა საერთაშორისო დღე

Inactive