საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება, ამერიკელ ხალხს ულოცავს დამოუკიდებლობის დღეს

ეს დღე საზეიმო თარიღია არა მხოლოდ ამერიკელებისთვის, არამედ ყველა იმ ერისთვის, ვისთვისაც დემოკრატია და დამოუკიდებლობა უმთავრესი ღირებულებაა.

მოხარულნი ვართ, რომ საქართველოს პროფესიულ კავშირებსა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან, წარმომადგენლობებთან მრავალწლიანი ნაყოფიერი და წარმატებული თანამშრომლობა გვაქვს, რომელიც დაფუძნებულია თავისუფლების, თანასწორობისა და დემოკრატიული პრინციპების ერთგულებაზე.

მადლობას ვუხდით ამერიკელ ხალხს საქართველოს დემოკრატიული განვითარების საქმეში თანადგომის, მშრომელთა მხარდაჭერისა და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის.

ღმერთი ფარავდეს ამერიკას და ამერიკელ ხალხს. #IndependenceDay.

ასევე დაგაინტერესებთ

არაფორმალური დასაქმება და თვითდასაქმება

საქართველოში გენდერული სახელფასო სხვაობა გაიზარდა

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების დელეგაცია თურქმენეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს

Inactive