1 მაისი კორონავირუსის პირობებში

1 მაისს, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება დასაქმებულთა საერთაშირისო დღეს უჩვეულო გარემოში ხვდება და არაორდინალურად აღნიშნავს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გაერთიანების წარმომადგენლებმა, ნაცვლად მასშტაბური მსვლელობის და მანიფესტაციისა – ონლაინ მანიფესტი წარმოადგინეს.

დასაქმებულთა სოლიდარობის საერთაშორისო დღეს, პროფკავშირების გაერთიანებამ სოციალურ ქსელ Facebook-ის საშუალებით ონლაინ აქტივობა წარმოადგინა. 10 ზე მეტი დასაქმების სექტორის, 50 მდე წარმომადგენელმა, სხვადასხვა ლოკაციიდან სამუშაო ადგილებზე არსებულ პრობლემებზე და გამოწვევებზე, აგრეთვე შექმნილ მდგომარეობაზე დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია. ირაკლი პეტრიაშვილი კი ხელისუფლებას საპირველმაისო მანიფესტით მიმართავს.

დასაქმებულთა ონლაინ მანიფესტი

❗ 1 მაისს, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება დასაქმებულთა საერთაშირისო დღეს უჩვეულო გარემოში შეხვდა. ? ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გაერთიანების წარმომადგენლებმა, ნაცვლად მასშტაბური მსვლელობის და მანიფესტაციისა – ონლაინ მანიფესტი წარმოადგინეს.

Posted by GTUC • საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება on პარასკევი, 01 მაისი, 2020

 

პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილმა, პროფკავშირების გაერიანების ცენტრალური ოფისის ეზოში სპეციალური განცხადება გააკეთა პრესისთვის და დასაქმებულთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ მონაცემები და ფოტო გამოფენა წარმოადგინა. საუბარი შეეხო პანდემიის და კარანტინის პირობებში შექმნილ პრობლემებზე, კრიზისულ ვითარებაზე, უმუშევრობაზე და პერსპექტივებზე.

1 მაისი, დასაქმებულთა საერთაშორისო დღეა!ირაკლი პეტრიაშვილის ბრიფინგი

Posted by GTUC • საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება on პარასკევი, 01 მაისი, 2020

 

 

ასევე დაგაინტერესებთ

მშრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღე

არაფორმალური დასაქმება საქართველოში

28 აპრილი სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა საერთაშორისო დღე

Inactive