ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა გრძელდება

ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა გრძელდება. გაფიცული მაღაროელები გადაწყვეტილების მოლოდინში “ჯორჯიან მანგანეზის” ოფისის წინ არიან შეკრებილი. როგორც ერთ-ერთმა მაღაროელმა პაატა სამხარაძემ “ინტერპრესნიუსთან” განაცხადა, ამ დრომდე შეთანხმება მიღწეული არ არის.

“გაფიცულია ყველა თანამშრომელი. ველოდებით ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას. გუშინდელი შეხვედრის შედეგად შეთანხმება ვერ შედგა. ხელმძღვანელმა გვითხრა, რომ დღეს შეგვხვდება. ველოდები, რომ მოთხოვნები იქნება დაკმაყოფილებული“, – განაცხადა პაატა სამხარაძემ.

მისი თქმით, გაფიცულია ყველა თანამშრომელი და ღამით მაღაროს არ უმუშავია.

მაღაროელები გუშინ გაიფიცნენ, ისინი ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ

 

წყარო : IPN.GE

ასევე დაგაინტერესებთ

არაფორმალური დასაქმება და თვითდასაქმება

საქართველოში გენდერული სახელფასო სხვაობა გაიზარდა

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების დელეგაცია თურქმენეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს

Inactive