ახალი სოციალური კონტრაქტი – ბრიუსელში ორდღიანი კონფრენცია მიმდინარეობს

დღეს ბრიუსელში პროფკავშირების საერთაშირისო კონფედერაციის არჩეულ ლიდერთა ჯგუფის შეხვედრა გაიხსნა. ორდღიან კონფერენციაში აქტიურად მონაწილეობს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე. ირაკლი პეტრიაშვილი შეხვედრაზე პროფკავშირების საერთაშირისო კონფედერაციის ვიცე პრეზიდენტის რანგშია წარმოდგენილი. აღნიშნულ  თანამდებობაზე იგი 2018 წლის დეკემბერში აირჩიეს. ევროპის დიპლომატიურ დედაქალაქში, მსოფლიოს უმსხვილესი პროფკავშირული გაერთიანების წარმომადგენლები  არაერთ დოკუმენტს, რეგულაციას და სხვადასხვა ქვეყნების შრომით კანონმდებლობას განიხილავენ. მსჯელობა შეეხება სხვადასხვა ქვეყნებში შრომითი მიგრაციის, გენდერული თანასწორობის, შრომის უსაფრთხოების, აგრეთვე სახელფასო საკითხებს.

“ახალი სოციალური კონტრაქტი” – ასე ეწოდება სამოქმედო პრიორიტეტს, რომლის გატანასაც პროფკავშირების საერთაშოროსო კონფედერაცია (ITUC) შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წლევანდელ კონფერენციაზე შეეცდება. საუბარია აღნიშნული ინიციატივის კონვენციად ქცევაზე, რაც ყველა ქვეყნისთვის შრომის მინიმალურ სტანდარტებს დააწესებს, რომელთა შეცვლასაც მთავრობები (მათი ცვლის მიუხედავად) ვერ შეძლებენ. სწორედ ეს არის მთავარი სკითხი, რომელზეც მონაწილეები მსჯელობენ და შეხვედრის დასრულებამდე შეჯერდებიან.

ITUC-ის არჩეულ ლიდერთა ჯგუფის შეხვედრა ხვალ 28 მარტს დაიხურება.

 

55759890 626779084436043 2064546884621434880 n

ასევე დაგაინტერესებთ

მშრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღე

არაფორმალური დასაქმება საქართველოში

28 აპრილი სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა საერთაშორისო დღე

Inactive