ბრიუსელში პროფკავშირების პან ევროული რეგიონული საბჭოს ქალთა კომიტეტის სხდომა იმართება.

ევროპის დიპლომატიურ დედაქალაქში პროფკავშირების პან ევროული რეგიონული საბჭოს ქალთა კომიტეტის სხდომა იმართება. ბრიუსელში მიმდინარე შეხვედრაში მონაწილეობას იღებს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე ეთერ მათურელი, რომელიც ამავდროულად ‘PERC’-ის ქალთა კომიტეტის ვიცე პრეზიდენტიცაა.

განიხილავენ გლობალური მასშტაბით არსებულ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა გენდერული თანასწორობა ოჯახსა და სამსახურში, ქალთა პრობლემები დასაქმების ადგილებზე, ანაზღაურება, ქალისა და მამაკაცის ხელფასებს შორის სხვაობა და მისი გამომწვევი მიზეზები და ა.შ. ეთერ მათურელმა ყურადღება საქართველოში ქალთა უფლებებზე, კანონმდებლობის ნიუანსებსა და არსებულ ხარვეზებზე და დისკრიმინაციის პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება.

28058747 10155577758018073 8970399596018248967 n

ასევე დაგაინტერესებთ

მშრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღე

არაფორმალური დასაქმება საქართველოში

28 აპრილი სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა საერთაშორისო დღე

Inactive