„ჯერ ხალხი და მათი უფლებები“ აქცია მადრიდში

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გაიმართა ქვეყნის უმსხვილესი პროფკავშირული გაერთიანებების – UGT და CCOO-ს მიერ ორგანიზებული დემონსტრაცია. აქციას, რომელიც გაიმართა დევიზით „ჯერ ხალხი და მათი უფლებები“  შეუერთდა 30 000-მდე ადამიანი. დემონსტრანტთა მთავარი მოთხოვნა იყო 2013 წელს, დეფოლტის პირობებში დაწესებული ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნა და ხელფასებისა და პენსიების ზრდა. UGT-ს ლიდერის ხოსე მარია ალვარესის განცხადებით, „დემონსტრაციები შესაძლოა გაგრძელდეს, ეს დამოკიდებულია მხოლოდ ხელისუფლების უნარზე რომ არა მარტო განიხილოს, არამედ აწარმოოსmadridi მოლაპარაკებები და მიაღწიოს შეთანხმებებს“.

ასევე დაგაინტერესებთ

მშრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღე

არაფორმალური დასაქმება საქართველოში

28 აპრილი სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა საერთაშორისო დღე

Inactive