ირაკლი პეტრიაშვილმა სოციალ–დემოკრატების ყრილობაზე შრომის კოდექსის პროექტში არსებულ ნაკლოვანებებზე ისაუბრა

553061 109089775956371 1460286024 n

ამჟამად პროფკავშირების სასახლეში, პარტია “საქართველოს სოციალ-დემოკრატების“ ყრილობა მიმდინარეობს. ყრილობაზე სტუმრის სტატუსით მიწვეულმა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა თავის სიტყვაში სოციალ–დემოკრატიული მოძრაობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სოციალ–დემოკრატიული მიმდინარეობა ისტორიულადაც და ახლაც, იდეურად ყველაზე ახლოს დგას პროფკავშირულ იდეოლოგიასთან და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანაში არსებული პრობლემები ურთიერთთანამშრომლობის გზით დაიძლევა.

პროფკავშირების თავმჯდომარემ თავის სიტყვაში შრომის კოდექსის პროექტთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებსაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ პროფკავშირის წევრები შეშფოთებულები არიან შრომის კოდექსის პროექტში არსებული ნაკლოვანებებით. ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, თავიდან პროფკავშირები აქტიურ მონაწილეობას იღებდა კოდექსის პროექტის შექმნაში. თუმცა, ამჟამად დამსაქმებლების ზეწოლის შედეგად პროფკავშირის და სამოქალაქო ორგანიზაციების პოზიციები ნაკლებად არის გაზიარებული და შესაძლებელია პარლამენტმა ისეთი შრომის კოდექსი დაამტკიცოს, სადაც დასაქმებულთა უფლებები კვლავ იგნორირებული იქნება და ეს მომავალში პრობლემებს პირველ რიგში ქვეყანას შეუქმნის.

პროფკავშირების სასახლეში მოწვეულ სტუმრებს შორის საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრებიც არიან და ქვეყნის პრემიერ–მინისტრს, ბიძინა ივანიშვილსაც ელოდებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

მშრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღე

არაფორმალური დასაქმება საქართველოში

28 აპრილი სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა საერთაშორისო დღე

Inactive